Intel-ის ტრენინგი: "პროექტებით სწავლება"
ტრენერი ავთანდილ ცნობილაძე
1 და 2 დღის რეფლექსია
გავეცანი როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. შევიმუშავე პროექტის პორტფოლიო, შევქმენი პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდე, განვიხილე სასწავლო პროექტის შაბლონები, ვიმუშავე ბროშურების შექმნაზე და შევინახე საქაღალდეში.
გავეცანი სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას, პროექტის მოთხოვნებს,განვიხილე პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე,ასევე გამოცემის მომზადებას.
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
მე-3 დღის რეფლექსია
გავაგრძელე ბროშურის შექმნაზე მუშაობა,შემდეგ დავიწყე მუშაობა პროექტის გეგმაზე: მოვიძიე საგნობრივი სტანდარტი და მოვათავსე 21-ე საუკუნის სტანდარტებთან ერთად პორტფოლიოში,გავეცანი განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას და 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების ს ი ტ ყ ვ ე ბ ს.დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.იმედი მაქვს შევქმნი თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო პროექტს.
ტრენერი გვიწევდა კონსულტაციას. უღრმესი მადლობა ტრენერს ბატონ ავთო ცნობილაძეს.
მე-4,5 დღის რეფლექსია
1.შეფასების სქემის აგება
2 სტრატეგიები
3 მიმართულების მიმცემი კითხვების შედგენა
4ონლაინ გამოკითხვის ფორმის შექმნა
მე-6 დღის რეფლექსია
ვისწავლეთ პრეზენტაციისა და ვიდეორგოლების ატვირთვა ბლოგზე, ბლოგის დიზაინის შერჩევა, გაჯეტების დამატება, შევქმენით მოსწავლის სანიმუშო პრეზენტაცია.
მე-7 დღის რეფლექსია
ერთმანეთს გავუგზავნეთ პრეზენტაციები და გავუკეთეთ კომენტარები
განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა
გავეცანით ინტერნეტრესურსებს
შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
მე-7 დღის რეფლექსია
ერთმანეთს გავუგზავნეთ პრეზენტაციები და გავუკეთეთ კომენტარები
განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა
გავეცანით ინტერნეტრესურსებს
შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
მე-8-9 დღის რეფლექსია
დღეს საინტერესო პროექტებს გავეცანით. ჯგუფის წევრებმა გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაციები და გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები პროექტების შესახებ. ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები ბლოგებზე. ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო.
წელი/თვე-წელი/თვე:
ინსტიტუტის/ორგანიზაციის დასახელება: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
თემა:
ანგარიში: >>>
Комментариев нет:
Отправить комментарий