среда, 14 июня 2017 г.
მოდელირების კლუბი "დოდეკაედრი"
კლუბის საინტერესო შეხვედრები
მოდელირების კლუბის
2016-17 სასწავლო წელი.
კურატორი ლეილა ბარბაქაძე
#
|
მიმართულებები
|
სწავლების ფორმა
თეორია/პრაქტიკა
|
შენიშვნა
|
1
|
ორიგამები
|
გედები, ფლამინგო,თუთიყუში
ფარშევანგი,ბაყაყი,საყვავილე
ვაზა, ტოშიკაზუ
კავასაკის ვარდები.
|
გამოფენებში
მონაწილეობა
|
2
|
მუყაოთი კონსტრუირება
|
შლილების დამზადება,პლატონის და არქიმედეს ფიგურები, ვარსკვლავა მრავალწახნაგები.
|
„ –„
|
3
|
ქაღალდის პლასტიკა
|
ყვავილები,
სასაჩუქრე კოლოფები,სათამაშოები.
|
„ –„
|
4
|
ფანტაზია (სხვადასხვა
ტექნიკით)
|
აპლიკაცია ,
ფიფქები და სხვა
|
„ –„
|
მიზანი:
სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების, წვრილი მოტორიკის განვითარების, მოსწავლეთა აღქმის ( მთლიანობის და ნაწილების ) ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების (ვიზუალური და კინესთეტიკურს), აზროვნების (სივრცით და შემოქმედებითი) გაუმჯობესების ხელის შეწყობა.
შედეგი :
მოსწავლეები შეიძენენ ნახაზებთან, ქაღალდთან, სხვადასხვა ინსტრუმენტებთან მუშაობის ცოდნას. ურთიერთთანამშრომლობის, დაკვირვების, ინსტრუქციის ზუსტი შესრულების უნარ - ჩვევებს , მიიღებენ გამოცდილებას , რაც დაეხმარება მათ ინტელექტუალურ და ესთეტიკურ განვითარებაში, აქტიურად ჩაერთვებიან სასკოლო და სკოლისგარეშე ღონისძებებში, შეძლებენ თავიანთი თავის რეალიზებას.
რეფლექსია
·
კლუბის დაარსების იდეა წამოვიდა დაინტერესებული მოსწავლეებისაგან, აღმოჩნდა , რომ ორიგამების ხელოვნებით გატაცებული იყო ბევრი მოსწავლე,მოსწონდათ საბოლოო პროდუქტი, მაგრამ პრაქტიკულად მისი დამზადება არ გამოსდიოდათ, თუ მოყვარული მოსწავლეები შექმნიდნენ კლუბს და გაერთიანდებოდნენ, ურთიერთ თანამშრომლობით ისინი მიზანს მიაღწევდნენ. კლუბის კურატორობა მე დამევალა. ავირჩიეთ ლიდერი მოსწავლე და კლუბის მუშაობას გავუკეთეთ რეკლამა, მოსწავლეთა ჯგუფი ლიდერთან ერთად , სათითაოდ ყველა კლასის მოსწავლეებთან შედიოდა და ორიგამებით დაუსრულებელ უზარმაზარ გედს აჩვენებდა, აცნობდა კლუბის მუშაობის მიზანს , სთხოვდა მოყვარულებს, გაერთიანებულიყვნენ მოდელირების კლუბში, შეკრებილიყვნენ და ერთობლივად მოეფიქრებინათ კლუბის ატრიბუტიკა, კლუბის წესდება, განაცხადის ფორმა გაწევრიანების მსურველთათვის და კლუბის სამუშაო გეგმა .(დანართი 1,2,3 ერთი კვირის განმავლობაში კლუბი შედგა).

მიზნის მისაღწევად
·
შევარჩიე მრავალფეროვანი
და
სხვადასხვა სირთულის დავალებები,
·
მოვამზადე
შესაბამისი მეთოდური მასალა: ვიდეოები, შაბლონები, ზოგიერთი ფიგურის ნიმუში,
·
მოვიმარაგე
ფერადი და თეთრი თაბახის ფურცლების
ნაკრები, ფერადი ფორმატები, ხარისხიანი წებო, ფანქარი, საშლელი, სახაზავი, მაკრატელი
და სხვა.
·
მონაწილეობა მივიღეთ სკოლის ღონისძიებებში თემატურ გამოფენებზე - ფრანკოფონია,
ამერიკის დღეები,ქალაქის
ოპერის თეატრში გამართულ საქველმოქმედო
აქციაში „საშობაო ბაზრობა“, საფრანგეთის ელჩის
საპატივცემულო დ გამართულ სასკოლო გამოფენაში, ვესტუმრეთ შშმ ბავშვთა დღის ცენტრს, საახალწლოდ მოვრთეთ სკოლის დერეფნები ფიფქებითა და ფერადი მრავალწახნაგა ფიგურებით.(ჭერზე ჩამოვკიდეთ)...
·
ვახდენ უწყვეტ
თვითგანათლებას, ვეცნობი ახალ ლიტერატურას (რუსულ ენაზე), მეთოდიკას, პროგრამებს, სხვის გამოცდილებებს, ინტერნეტ რესურსებს.
·
ვახდენ გამოცდილების გაზიარებას კოლეგებისათვის.
·
მოდელირებას
ვაწარმოებ ჯერ შესრულების ინსტრუქციის ახსნის,
შემდეგ აუცილებელი მოძრაობის ჩვენების რამდენჯერმე
გამეორების გზით, ხშირად მაღალი მზაობის მოსწავლეს ვიყენებ
ურთიერთსწავლებისათვის.
·
დავალებებს ვანაწილებ მოსწავლეთა მზაობის მიხედვით . მაგალითად : მე
- 5 კლასელს ვთავაზობ მზა შლილს ფიგურის დასამზადებლად
, ხოლო უფროსები თვითონ ადგენენ ნახაზს
ხაზვის და გეომეტრიის ელემენტების
გამოყენებით. თუ უმცროსები იწყებენ ტოშიკაზუ კავასაკის ვარდის შექმნას, მაშინ უფროსები დაასრულებენ მას და ა. შ.
რისკები: ხელი
არ მიმიწვდება ქართულ ენაზე გამოცემულ სახელმძღვანელოზე
, მეთოდური ლიტერატურაზე, არ არსებობს ქართული სასწავლო ვიდეო, ყველაფერ ამას შეეძლო ხელი შეეშალა კლუბური მუშაობის წარმართვაში, მაგრამ მათი თავიდან აცილება
შევძელით , ჩვენ თვითონ შევქმენით სასწავლო ვიდეოები.
სამუშაო გეგმაში ცვლილება შევიტანე:
1. კლუბის წევრებისაგან, შევადგინე „ტანგრამის თეატრის“ მსახიობთა 2 ჯგუფი. დაამზადეს მუყაოსაგან დიდი ზომის ტანგრამის 7 - 7 ფიგურა, გადააკრეს ფერადი ფორმატის ქაღალდი მწვანე და ყვითელი ,მოიხატეს სახე, დაიკავეს ფიგურები და „გააცოცხლეს“ ამ გეომეტრიული თამაშის სილუეტები . ჩვენმა გამოფენამ და დადგმამ დიდი მოწონება დაიმსახურა სკოლის ღონისძიების ვიზიტორ სტუმრებს შორის.
2. გადავიღეთ სასწავლო ვიდეოები ავტვირთეთ youtub - ზე და გავაზიარე ბლოგზე.

დასახულ
მიზანს მივაღწიე , მოსწავლეებმა მოახდინეს საკუთარი თავის რეალიზება.
დავსახე საქმიანობის გაუმჯობესების გზები:
1. სასწავლო ვიდეოების გადაღების დახვეწა, სხვა გაკვეთილების გადაღება.
2. საზაფხულო დავალება: ტანგრამის სილუეტების "მონაწილეობით" მცირე ,სახალისო სცენარის დაწერა.
3. ილიას უნივერსიტეტის შესარჩევი ტურში მონაწილეობა , თბილისში გამართულ სამეცნიერო პიკნიკისათვის მზადება, (ორიგამების ნამუშევართა გამოფენა ,მასტერ კლასის ჩატარება და „ტანგრამის თეატრი“.)

მოდელირების კლუბის წესდება
1.ზოგადი დებულებები:
1.1 სსიპ ქ.ქუთაისის #17 საჯარო სკოლაში
არსებული მოდელირების კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს ნიკეას თემის ტერიტორიაზე.
1.2 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, დევიზი.
1.3 კლუბის მისამართი: ნიკეას ქ.44
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1 სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების, წვრილი მოტორიკის განვითარების, აღქმის ( მთლიანობის და
ნაწილების ) ყურადღების ,
მეხსიერების , აზროვნების გაუმჯობესების ხელის შეწყობა.
2.2. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება;
2.2 მოსწავლეთა ინიციატივების რეალიზება, განხორცილება;
2.4 სკოლის
და სკოლის გარეშე ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზება
და მიღება;
2.5 საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
2.6 კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს,ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე
3. კლუბში გაწევრიანება :
3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის IV –
XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.ან თემის ნებისმიერი ასაკის ადამიანი
3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბის
ლიდერს წერილობითი ფორმით ( წევრობის მსურველის ფორმის შევსებით).
3.4 კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრის მოწმობა.
3.5 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის ლიდერის მიერ,კლუბის კურატორთან შეთანხმებით.
3.6 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები,შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.7 კლუბის წევრი
კლუბიდან გავა პირადი სურვილის საფუძველზე, ან კლუბის
წევრების გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს.
4.კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობა
განისაზღვრება ოცდახუთი მოსწავლით;
4.2 კლუბს ჰყავს ლიდერი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ
დაგეგმილ ღონისძიებების განსახორციელებას, მიიღოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრები, დანიშნოს კლუბის წევრებისაგან ერთ-ერთი მოადგილედ, გაანაწილოს ფუნქიები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები წესდების მიზნების მისაღწევად.
4.3 კურატორი ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას
4.4 კლუბის ლიდერი ირჩევა სასწავლო წლის განმავლობაში
4.5 ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.
5. კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ კვირაში ორჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
6. დასკვნითი დებულება:
6.1 წესდება ძალაში შედის ყოველ სასწავლო წელს - 15 სექტემბრიდან 15 ივნისამდე.
6.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კლუბის წევრების გადაწყვეტილებით.
გვარი: . . . . . . . . . . . . . . .
დაბადების თარიღი: . . . . .
კლასი:. . . . . . . . . . .
პირადი ნომერი:. . . . . . . . . .
მისამართი:. . . . . . . . . . . . . .
ელ.ფოსტა: . . . . . . . . . . . . .
კლუბში სასურველი საქმიანობის არჩევა (შემოხაზეთ)
ორიგამები
მუყაოთი მრავალწახნაგათა კონსტრუირება
ქაღალდის პლასტიკა - ყვავილები,სათამაშოები და სხვა
ფანტაზია (სხვადასხვა ტექნიკით)
ვეთანხმები კლუბის წესდებას , მზად ვარ დავიცვა კლუბის ღირსება.
ხელისმოწერა:. . . . . . . . . . . . .
.........წელი ........თვე ......თარიღი
კლუბში
გაწევრების მსურველთა
განაცხადის
ფორმა
სახელი:. . . . . . . . . . . . . . . .
გვარი: . . . . . . . . . . . . . . .
დაბადების თარიღი: . . . . .
კლასი:. . . . . . . . . . .
პირადი ნომერი:. . . . . . . . . .
მისამართი:. . . . . . . . . . . . . .
ელ.ფოსტა: . . . . . . . . . . . . .
კლუბში სასურველი საქმიანობის არჩევა (შემოხაზეთ)
ორიგამები
მუყაოთი მრავალწახნაგათა კონსტრუირება
ქაღალდის პლასტიკა - ყვავილები,სათამაშოები და სხვა
ფანტაზია (სხვადასხვა ტექნიკით)
ვეთანხმები კლუბის წესდებას , მზად ვარ დავიცვა კლუბის ღირსება.
ხელისმოწერა:. . . . . . . . . . . . .
.........წელი ........თვე ......თარიღი
Подписаться на:
Сообщения (Atom)